ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 6000-ს აღწევს. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, ვირუსით გავრცელების პიკი კიდევ ათი დღე გაგრძელდება.
სხვადასხვა ქვეყანამ ჩინეთის ქალქ უხანიდან, რომელიც ვირუსის კერად ითვლება, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საშიში ვირუსის კიდევ სამი შემთხვევა დააფიქსირეს გერმანიაში. ინფიცირებულები ერთი კომპანიის თანამშრომლები არიან. დიდმა ბრიტანეთმა კი მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. ჰონგ-კონგმა საზღვარზე შეზღუდვების დაწესება დააანონსა. ჩინეთში უახლოეს ხანში ჩავლენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც ვირუსს შეისწავლიან და საერთაშორისო რეაგირების ფორმებზე იმსჯელებენ.