ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკიდან რამდენიმე წუთის წინ გაწერეს. ექიმები ოჯახს მცირეწლოვნების კიდევ ორი დღით სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენას ურჩევდნენ, რაზეც პაციენტების მშობლებმა უარი განაცხადეს. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უკვე სამი დღეა, ტემპერატურა არ აღენიშნებათ.
რა ხდება ამ წუთისთვის ინფექციურ საავადმყოფოსთან, ადგილზე თამუნა ნადარეიშვილი მუშაობს და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. როგორი იყო მედიკოსების რეკომენდაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის და ასევე როგორია ინფექციურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა.