540 ოლიმპიური აუზის გასავსებად საკმარისი მოცულობის წყალი – სწორედ ამ რაოდენობის რადიოაქტიური სითხე უნდა ჩაიღვაროს ფუკუშიმას ატომური სადგურიდან წყნარ ოკეანეში. ეს არის იაპონიის მთავრობის გეგმა, სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რომელიც 30 წლის განმავლობაში განხორციელდება. რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრის გადაწყვეტილება ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი უკვე გახდა. ჩინეთმა იაპონიის ზღვის პროდუქტების იმპორტი მთლიანად აკრძალა. ჩინეთში კი იაპონური კომპანიების, სკოლებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების ფონზე, იაპონიის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს.
ფუკუშიმადან წყლის გადაღვრის წინააღმდეგნი არიან სამხრეთ კორეასა და ჰონგ-კონგში. დემონსტრაციები მიმდინარეობს იაპონიაშიც. ოფიციალური ტოკიო კი აცხადებს, რომ გეგმა აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ქეთი ჩოხელი გიამბობთ.