იაპონიის ქალაქ ფუკუშიმაში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

იაპონიის ქალაქ ფუკუშიმაში ასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მთავრობას და ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. აქტივისტები მთავრობისგან კომპენსაციის სრულად გადახდას მოითხოვენ.

2011 წელს იაპონიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა ფუკუშიმაში მდებარე ბირთვული ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანა, რასაც რადიაციის გაჟონვა მოჰყვა. რადიაციის დონემ მაქსიმუმს – მე-7 დონეს მიაღწია, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

2017 წელს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ იაპონიის მთავრობას და ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიას, კომპენსაციის სახით, 490 მილიონი იენის გადახდა დააკისრა. მოსახლეობას სრულად კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია.