ვითარება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

ზაპოროჟიეს ატომური სადგური ცენტრალური ელექტროქსელიდან ისევ გათიშულია. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები გრძელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი უკრაინის ელექტროქსელთან აღდგენილი იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა. აღსანიშნავია, რომ ატომური სადგური კვლავ მიერთებულია ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელიც მას სარეზერვო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. სადგურისთვის ელექტრო მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ატომური რეაქტორების მდგრადობას.