ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგური საფრთხეშია

ვითარება ყოველდღიურად სულ უფრო საფრთხისშემცველი ხდება ევროპის ყველაზე მსხვილ ატომურ ელექტროსადგურზე. ბირთვული საფრთხის გამო, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ზაპოროჟიეს სადგურისკენ არის მიმართული. რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოქცეული უკრაინული ბირთვული ობიექტის ერთ-ერთი ენერგობლოკის გათიშვისა და მიმდებარე ტერიტორიების მიმართ საავიაციო იერიშების დაწყების ფონზე, რადიაციის გაჟონვისა და ბირთვული ავარიის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. მიმდებარე დასახლებებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ბირთვულ ტერორში ადანაშაულებს და შანტაჟის შესაწყვეტად მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ითხოვს. სადგურის სრული დემილიტარიზაცია და ობიექტიდან რუსი სამხედროების გასვლა გაერო-სა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს მთავარი მოთხოვნებია.