„ცენტრ-პოინტი“ მერიის წინააღმდეგ - ჰაერის გამყიდველები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კაბალა სამშენებლო ბიზნესს. “ცენტრ-პოინტის” დაუსრულებელი მშენებლობების მიზეზად დასახელებული გიგი უგულავას პოლიტიკური მაქინაციები და “დექსუსის” მიერ გაყიდული ქონება, რომელიც საქართველოს რიგით მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. 

პუშკინის 17 – პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი ებრაელები ხელისუფლებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. იქცევა, თუ არა ერთი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურ ბრალდებად, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ.

“ცენტრ-პოინტის” პასუხი დაზარალებულებს.  ის, რაც ჯერ სასამართლოზეც არ უთქვამთ რჩეულიშვილებს, პირველად,  “გამომძიებელი რეპორტიორის” ახალ ფილმში – “ცენტრ-პოინტი” მერიის წინააღმდეგ – ჰაერის გამყიდველები”.

მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.