ბუტა რობაქიძის საქმე

კიდევ ერთი სკანდალური ჩვენება ბუტა რობაქიძის საქმეზე.

სასამართლომ ამჯერად იმ ექსპერტს მოუსმინა, რომელმაც 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე გადაცემა პატრულის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეომასალა შეისწავლა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, კადრები უწყვეტი არ არის და ის დამონტაჟებულია. ეს ვერსია ცოტა ხნის წინ საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა – კრიმინალური პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმაც დაადასტურა.