ბუენ რეტიროს ბაღები

 მადრიდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა „მოამბის“ ობიექტივში – რეპორტაჟში ისტორიული ბუენ რეტიროს ბაღებს გაჩვენებთ. ეს არის ისტორიული ადგილი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა, ტერიტორიას ხშირად ეცვლებოდა ფუნქციებიც.

ხელოვნური ტბა მასზე გაშენებული სასახლეებით, გამოფენები, დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, სპორტული აქტივობები – ადგილი, რომელიც არა მხოლოდ მადრიდელებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც გამორჩეული და საყვარელია, ჩვენმა ჟურნალისტებმა გაბრიელ ნაპოლეონემ და ლუკა ჩხაიძემ დაათვალიერეს.