ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ – არცერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ერთ-ერთს კი ასევე დამატებით პროფესიული ნიშნით დევნა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები სანაიას ავტომობილის დაძვრაში ეხმარებოდნენ. სამიდან მხოლოდ ერთს მოუვიდა ჟურნალისტთან დაპირისპირება და ორი პირი ამ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. დაკავებულების ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებულები მის დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც ორი ბრალდებული სახლისკენ ბრუნდებოდა, მათ დაინახეს, რომ მათთან ერთად მყოფი მათი მეგობარი ადგილზე დარჩა და დაპირისპირება მოუვიდა სანაიასთან, უკან დაბრუნებულებს კი ადგილზე მაშველები დახვდნენ, რაც გამორიცხავს იმას, რომ ისინი სანაიასთან მიახლოებას შეძლებდნენ.
ადვოკატი უარყოფს, რომ ინციდენტი პროფესიული ნიშნით დევნას უკავშირდებოდა. მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.