ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმე

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ვაჟა გიგაურის, გიორგი სახელაშვილის და სულიკო საყევარაშვილის ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ჯგუფურ ძალადობაში და პროფესიული ნიშნით დევნაში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. თავად ჟურნალისტი 25 თებერვლის ღამეს წყნეთის ქუჩაზე მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ჰყვება, რომ ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ის და მისი ნათესავი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდნენ, რაც მასში ჟურნალისტი ამოიცნეს. თავდასხმის და ძალადობის ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ექსპერტიზის მიხედვით, ჟურნალისტს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნება.