პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N 17 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთმა პატიმარმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეორე პატიმარზე ფიზიკურად იძალადა. დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა.
პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.