„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით დასრულდა ეპოქა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ გრძელდებოდა“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბორის ჯონსონის თქმით, „ომის შემდეგ ევროპაში ვითარება სრულად განსხვავებულია და შეიცვალა ევროპული უსაფრთხოება“. გაერთიანებულმა სამეფომ ფინეთთან და შვედეთთან ხელი მოაწერა ურთიერთდახმარების ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამხედრო დახმარებას მოიცავს.