ერთობის დღეს უკრაინაში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონმა ბუჩა და ბოროდიანკა კიევის საოლქო ადმინისტრაციის უფროსთან, ოლექსი კულებასთან ერთად მოინახულა, გაესაუბრა ადგილობრივებს და კიდევ ერთხელ დაჰპირდა მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ ასევე გაიმართა ბორის ჯონსონისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა განაცხადა, რომ ლონდონი კიევის გვერდით დგას და ასე იქნება, ვიდრე ეს უკრაინას სჭირდება. ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას რამდენჯერმე იმყოფებოდა კიევში. ის ერთ-ერთი პირველი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა.