კრიზისი ბორის ჯონსონის კაბინეტში

უნდობლობის გამოცხადებას გადარჩენილი ბორის ჯონსონი ახალ სკანდალში ეხვევა.

გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი პროტესტის ნიშნად საკვანძო მინისტრებმა დატოვეს. საქმე ეხება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების შესახებ მომზადებულ საჩივრებს, რომელთა გარშემო, როგორც ირკვევა, პრემიერი თავის დროზე საქმის კურსში იყო. მთავრობის ხელმძღვანელს გადადგომისკენ ამჯერად საკუთარი პარტიის წევრებიც კი მოუწოდებენ. პრემიერ-მინისტრი საკუთარ შეცდომას აღიარებს და ბოდიშსაც იხდის, თუმცა თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.