ბორის ჯონსონის განცხადება

„პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს“, – თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ბორის ჯონსონმა დეპუტატებს მადრიდში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები გააცნო და ისაუბრა სასურსათო კრიზისზე, რომელიც უკრაინაში ხორბლის ბლოკირების გამო შეიქმნა. ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განიხილოს მდინარე დუნაის მარშრუტით ხორბლის გატანის შესაძლებლობა, თუ ეს ვერ ხერხდება ბოსფორის სრუტით.