უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. უიტკოფსა და კუშნერს ვნუკოვოს აეროპორტში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დახვდა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდნენ. როგორც მანამდე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, ის და სტივ უიტკოფი პუტინს შეხვდებიან, რათა აბუ დაბიში განხილული საკითხები შეაჯამონ და სადავო თემებზე პოზიციების დაახლოებას შეეცადონ. მისივე თქმით, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებების შედეგებს, უკრაინა და რუსეთი, ომის განმავლობაში, ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.