რუსეთ-უკრაინის ომი – მოლაპარაკებები

21:52, 12.11.2026

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ამჯერად ყურადღების ცენტრში მოსკოვია, სადაც ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. კრემლში გამართული კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ომის დასრულების პირობები, ტერიტორიული დავა და ევროპული ქვეყნების სამშვიდობო პროცესში ჩართულობაა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა დუბლინში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დონბასის დათმობა უკრაინისთვის წითელი ხაზია. შტატების მორიგი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, სამშვიდობო პროცესში საკუთარი როლი განსაზღვრონ. დუბლინში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში მსჯელობის საგანია, რა ფორმით უნდა იყოს ჩართული ევროპა დიალოგში.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განახლებული მოლაპარაკებების დეტალები ნახეთ ანეტ მიქელაძის სიუჟეტში.

მსგავსი