ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ომის დასრულება ევროპის მონაწილეობის გარეშე უსამართლო და შეუძლებელი“ იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნოემბერშივე უნდა განისაზღვროს, რომელი კონკრეტული ლიდერები წარმოადგენენ ევროპას მომავალ მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, ამერიკული მხარე ხშირად აყენებს დონბასის საკითხს და მიიჩნევს, რომ ომის შესაჩერებლად უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე უარი უნდა თქვას. ზელენსკი ამგვარ მიდგომას დამოუკიდებელი ქვეყნისთვის მიუღებლად მიიჩნევს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ტყვეთა გაცვლის შეფერხების გამო და იმედი გამოთქვა, რომ სამშობლოში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დაბრუნდება.