ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევები 107-მდე გაიზარდა. ახალი პაციენტები ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. მათგან ათი სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტია. ამ სოფელში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ასევე, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი უკავშირდება სავანეთს, ხოლო კიდევ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერთან მჭიდრო კონტაქტია. დაინფიცირებული პირებიდან დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის ექვსი გამოჯანმრთელებული, ორი გარდაცვლილია. 99 პირი კარანტინში, 280 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.