ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. დღის ბოლოს კიდევ 99 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. რაც შეეხება ქვემო ქართლის კიდევ ერთ საკარანტინო ზონას – მარნეულს – აქ თითქმის ერთი კვირაა, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.
კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ მყოფ შვიდ პაციენტს ტესტირებას დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პარალელურად, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიისთვის ჩაბარება მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციას გიორგი კობერიძე მოგვაწვდის.