ბოლნისში ადგილობრივების სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი სრულდება
ბოლნისში, კარდაკარის პრინციპით, ადგილობრივების სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი სრულდება. ამ დროის მონაცემებით, სამედიცინო შემოწმება უკვე 48 ათასამდე პირს ჩაუტარდა.
ამასთან ერთად, რეგიონში სოციალურად დაუცველებისთვის და მარტოხელა პენსიონერებისთვის სურსათი ისევ რიგდება. პროდუქტი გადაეცათ დღეს ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებსაც, სადაც უკვე ხუთი დღეა, ზომები გამკაცრებულია.
ჩართვა ბოლნისიდან და გიორგი კობერიძე ბოლო ინფორმაციით.