ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. მკაცრი საკარანტინო ზონისთვის დაწესებული პროტოკოლით ხდება დასახლებული პუნქტების მომარაგება საკვები პროდუქტებით. უახლოეს მომავალში დაიწყება კერძო შემოწირულობებით შეძენილი პროდუქტის განაწილება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.
სპეციალური სამედიცინო ჯგუფები განაგრძობენ მოქალაქეების შემოწმებას, სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ასეთი შემოწმების დროს, საეჭვო სიმპტომებით მოხდა ორსული ქალის ჰოსპიტალიზება, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.