ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ორი ღონისძიება – ოპერის „მედეა“ წარმოდგენა და ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, უკვე ბათუმში გაიმართა. დღეს კი ფესტივალი თბილისში დაგეგმილი ღონისძიებით გრძელდება, სადაც გალაკონცერტზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ქართული თეატრისა და კინო-მუსიკის ახლებურ ვერსიებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი მსმენელს მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად წარუდგენს.
გიორგი სუხიტაშვილი სცენაზე წარდგება კოლეგებთან, სოფო ხალვაშთან და მიშო ჯავახიშვილთან ერთად. წლევანდელი ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.