“აწარმოე საქართველოს” ინიციატივითა და კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით, ბათუმში 25 ექსპორტის მენეჯერი მომზადდა. ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკაციო სწავლება საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა, თუმცა, აჭარა იყო პირველი რეგიონი, სადაც პროექტი თბილისის შემდეგ განხორციელდა.
კურსი მოიცავს თითქმის ყველა საბაზისო საკითხს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებული დაგეგმვისთვის. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შემდეგ გახდა. ექსპორტის მენეჯერებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, როგორ უნდა მოხვდეს ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.