ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება

ბაკურიანის 3-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ შემოვლით გზასთან იგეგმება მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობაც. ფონდში ამბობენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის შემდეგ, ბაკურიანში საცობები აღარ იქნება, რაც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6-ს მილიონ ლარს აჭარბებს. ბაკურიანის შესასვლელიდან დიდველამდე შემოვლითი გზის გახსნა აგვისტოს ბოლოს იგეგმება.