საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებენ. პირველ ეტაპზე ბენეფიციარები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. სამედიცინო მომსახურებას პაციენტებს, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 15 სამედიცინო დაწესებულება გაუწევს.