აზიის რეგიონული ალიანსის წევრების მისია

„ეროვნულ სკრინინგ ცენტრს“ თბილისში მიმდინარე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის ფორუმის 80 მონაწილისგან შემდგარი მისია ეწვია. რეგიონული ალიანსის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციებისგან შედგება, კიბოს სკრინინგული პროგრამის მიმდინარეობას და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

სტუმრები „სკრინინგ ცენტრის“ დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალებს ეწვივნენ. მათ „ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან“ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარებაზე იმსჯელეს.