აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა

„ხიდი მომავლისთვის“ – ამ სახელწოდებით, საქართველოში პირველად, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს დაგეგმილია საფინანსო ინსტიტუტის პრეზიდენტის პრესკონფერენცია მედიასთან. ამასთან, გაიმართება რამდენიმე პანელი და სემინარი. ხვალ კი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ღონისძიების ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თბილისს 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს. მათ შორის არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამთავრობო დელეგაციები.