„აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთ ეკონომიკურ საქმიანობას – ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს. ამისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.
პროგრამის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული მიმართულებები.