აშშ-ის სანქციები ვენესუელელი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოთხი ვენესუელელი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ, სანქციები დააწესა. მათ ვაშინგტონი რეპრესიებსა და კორუფციაში სდებს ბრალს.

ორ გუბერნატორს, პრეზიდენტის სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოება აეკრძალათ.

დატოვე კომენტარი