ვენესუელის მთავრობამ დემონსტრაციების დროს დაკავებული 80 ადამიანი საშობაოდ შეიწყალა
ვენესუელის მთავრობამ დემონსტრაციების დროს დაკავებული 80 ადამიანი საშობაოდ შეიწყალა

ვენესუელის მთავრობამ დემონსტრაციების დროს დაკავებული 80 ადამიანი საშობაოდ შეიწყალა.

კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 36 პატიმარი გამოვიდა.

მანამდე, ვენესუელის ოპოზიციურმა ძალებმა მთავრობას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამ შეფასებას არ ეთანხმება. მათ პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ აქტივისტები კანონიერად იყვნენ პატიმრობაში.

წლის განმავლობაში, ანტისამთავრობო გამოსვლებს ვენესუელაში 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.