ვენესუელელი ოპოზიციონერები ანდრეი სახაროვის პრემიით დააჯილდოვეს
ვენესუელელი ოპოზიციონერები ანდრეი სახაროვის პრემიით დააჯილდოვეს

სტრასბურგში ვენესუელელი ოპოზიციონერები ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს.

ევროპარლამენტმა პრემიის ლაურეატები ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოავლინა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიალი დღეს გაიმართა.

„აზრის თავისუფლებისთვის“ ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ვენესუელელ ოპოზიციონერთა და პოლიტპატიმართა ჯგუფს.

„ამჟამად ვენესუელა სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. სწრაფად მზარდი ინფლაციის შედეგად, მილიონობით ვენესუელელი გაჭირვებით ყიდულობს საკვებსა და მედიკამენტებს, ხოლო წლის დასაწყისიდან ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ქუჩის დემონსტრაციების დროს 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Foro Penal Venezolano-ს მონაცემებით, ვენესუელაში 300 პოლიტპატიმარია.

რუსი უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა.