ვენესუელიდან ბრაზილიელი და კანადელი დიპლომატები გააძევეს
ვენესუელიდან ბრაზილიელი და კანადელი დიპლომატები გააძევეს

ბრაზილიელი და კანადელი დიპლომატები ვენესუელიდან გააძევეს. გადაწყვეტილების შესახებ ვენესუელას საკონსტიტუციო ასამბლეაში განაცხადეს. ბრაზილიელ ელჩს რუ პერეირას და კანადელ დიპლომატ კრაიბ კოვალიკს ბრაზილიის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევასა და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში სდებენ ბრალს. ბრაზილიასა და ოტავაშიც კარაკასში მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

ბრაზილიასა და ვენესუელას ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კარაკასში ეს გადაწყვეტილება გადატრიალებად შეაფასეს.

კარაკასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, ვიდრე ამ ქვეყნის მთავრობა დარღვეული საკონსტიტუციო წესრიგს არ აღადგენს” – ნათქვამია 24 დეკემბერს ვენესუელას საკონსტიტუციო ასამბლეის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კანადას, ოტავამ ვენესუელელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რამაც კარაკასის გაღიზიანება გამოიწვია.