აშშ-ის დარტყმების ახალი ტალღა ირანში

12:11, 18.07.2026

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. „დარტყმები მიზნად ისახავს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტების გაგრძელებას მთავარსარდლის ბრძანებით“, – აღნიშნულია განცხადებაში. პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სირიკში სამი აფეთქება მოხდა. ასევე ვრცელდება ცნობები ბუშერსა და კუნძულ ქეშმზე აფეთქებების შესახებ.

მოგვიანებით ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰორმოზგანის რეგიონში აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. მანამდე ირანული მედია წერდა, რომ ბოლო ერთ დღეში ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის არმიის თავდასხმების, ასევე ჩაბაჰარის პორტში საზღვაო-საკონტროლო კოშკის განადგურების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. სამხრეთ ირანში ტემპერატურის 50 გრადუს ცელსიუსამდე მატების გამო, ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა და აღიარა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა ელექტროსადგურები და ეროვნული ქსელი დააზიანა.

მსგავსი