1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი კითხვით, თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდების აქტის საფუძველზე?
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და 98,9 პროცენტმა დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.
იმავე წლის 9 აპრილს კი რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესმა საბჭოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
დიმიტრი სილაქაძისა და თათია ახალშენაშვილის ტელედოკში – „ასე, მახსოვს“ დამოუკიდებლობის დღის განწყობასა და ემოციებს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი და მსახიობი გურამ პეტრიაშვილი გვიზიარებს
ტელედოკი
დოკუმენტური ფილმები