არჩილ კბილაშვილი ჩატაევის 2013 წელს საპატიმროდან გამოშვებას, სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს

აჰმედ ჩატაევის 2013 წელს გათავისუფლების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს ყოფილი მთავარი პროკურორი. არჩილ კბილაშვილი ჩატაევის საპატიმროდან გირაოთი გამოშვებას, სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მხოლოდ საქმის მასალების გათვალისწინებით მიმართა.

თუმცა, რა მოხდა უკვე ჩატაევის გათავისუფლების შემდეგ, ყოფილი მთავარი პროკურორი ამაზე კომენტარის გაკეთებას, მის კომპეტენციად არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ დაეშის რიგებში მებრძოლის და ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაცია 22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციისას მოხდა.