რეგიონულ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ორივე დაშავებული ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.