პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი და მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო ტალღა, რომელიც უკვე ამერიკის 30-მდე ქალაქში გავრცელდა. საგანგებო მდგომარეობა, ე.წ. კომენდანტის საათი და ეროვნული გვარდია ქუჩებში – უკვე მეოთხე დღეა, ამ რეალობაში აღმოჩნდა შეერთებული შტატების ნაწილი.
ქუჩაში გამოსული ათასობით მოქალაქე და მშვიდობიანი აქციები, რომლებიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყველაზე რთული მდგომარეობა მინესოტას შტატშია.