რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. ექიმები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მედიკოსების მთავარი მოთხოვნაა, არ განხორციელდეს კლინიკის შენობის დემონტაჟი და მისი განახლება სარემონტო სამუშაოების შედეგად ისე მოხდეს, რომ სამუშაო პროცესის შეჩერება და ექიმების კლინიკიდან გაყვანა საჭირო არ გახდეს. მათივე მოთხოვნაა, შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს.