ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ დრომდე გრძელდება იშვიათი დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია. ისინი უწყებისგან მედიკამენტ ვოზორიტიდის დროულად შეძენას ითხოვენ, რადგან, როგორც თავად განმარტავენ, აღნიშნულ წამალს მათი შვილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
სამინისტროსგან მათ წერილობითი განცხადება მიიღეს, რომ შეიქმნა იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, რომლის მორიგი სხდომაც დღეს გაიმართება. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, ამ სხდომაზე დაესწროს მათი წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საბჭოს წევრებს სამინისტროში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.