აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. შეკრებილები უახლესი მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ. რომელიც, მათი თქმით, ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების სამკურნალოდ ერთადერთი პრეპარატია მსოფლიოში.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ უკვე მიაღწია მწარმოებელ კომპანიასთან. საუბარია ჯამში 12 ბავშვზე, მშობლები ხვალ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას 15:00 საათზე ხვდებიან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი უკიდურესი ზომებისთვის მიმართვას აანონსებენ.