აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქონდროპლაზიით დაავადებული, ანუ ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითხოვენ.

მათი მტკიცებით, უწყებისგან მიიღეს პირობა, თუმცა ხარჯები 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. შეკრებილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას აანონსებენ.

მშობლების ინფორმაციით, სულ ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე 17 ბავშვია.