საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა მოლაპარაკება, თუმცა პროცესი შეწყდა. სააგენტოს თანამშრომლების ნაწილმა უფლებების დასაცავად, პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ დააფუძნა. ისინი მოლაპარაკებების განახლებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროში საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.