ანსამბლ „მართვეს“ საიუბილეო კონცერტი

ანსამბლი „მართვე“ 46 წლისაა – საიუბილეო სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. ღონისძიებაში „მართვეს“ სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული საკონცერტო შემადგენლობა მონაწილეობდა. კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.