ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. დიდი ოთხეულის კომპანიებს დაეგზავნათ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვთ და მათ შორის ფლობენ ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის მოწყობისთვის აუცილებელი გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს.