ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს ცნობილ ინფლუენსერს ინდოეთიდან, რომელიც სარეკლამო მასალას მოამზადებს 

14:01, 25.06.2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ცნობილ ინფლუენსერს მასპინძლობს.

უწყების ინფორმაციით, Isa Mohammad Khan-ს სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

„პრესტურის ფარგლებში ცნობილი ინფლუენსერი ეწვევა თბილისს, სვანეთს, ყაზბეგს, აჭარას. მოამზადებს ეფექტურ სარეკლამო მასალას, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდებზე განათავსებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი