ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომავალი ორი კვირა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით რთული იქნება. მოსალოდნელია შემთხვევების სწრაფი ზრდა და თუ არ მოხდება საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციების დაცვა, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ მაისის დასაწყისში რამდენიმე ათასი შემთხვევა იყოს ქვეყანაში დაფიქსირებული.