დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უკვე დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. როგორც ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძეს ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.