ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 48 პაციენტი იმყოფება

ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც პაციენტების მთავარი მიმღებია, საიდანაც მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ ხდება, 48 პაციენტი იმყოფება. კლინიკური დირექტორის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, ხუთი პირის ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.